ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მამაკაცი დახმარებას საჭიროებს

0
179

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მამაკაცს მაშველების დახმარება ესაჭიროება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.
დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.