თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება იმართება

0
252

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

„მოგესალმებით თანატოლებს, რომლებმაც გადადეთ ყველა საქმე და დღეს აქ მოხვედით, დღეს შევიკრიბეთ, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, დიდი მადლობა ამისთვის. მივესალმები უფროს თაობას, თაობას, რომელმაც მრავალი გაჭირვება გადაიტანა, ურთულესი გამოწვევები დაძლია, რათა დღეს ჩვენ აქ შეკრების და ამ დღის აღნიშვნის უფლება მოგვეპოვებინა. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. მადლობა, რომ ჩვენ დღეს თავსუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები გვქია. აქ ვართ ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი თაობის ამოცანაა, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა და ვეღარავინ მოახერხებს საქართველოს ამ გზიდან გადაყვანას, სწორედ ამ პოლიტიკური კურსის გამტარებელია „ქართული ოცნება“. ამ კურსს საქართველოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, არათუ სურვილი, არამედ ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ ჩვენი თაობის ხმა გაეგო მთელ საქართველოს, მთელს ევროპას. ჩვენ ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ ვართ უძველესი ერი, რომელიც საუკუნეებია ცხოვრობს ევროპული ღირებულებელებით და ამკვიდრებს ევროპას ჩვენს რეგიონში. დიახ, ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით, ჰუმანიზმით, ტოლერანტობით, სოლიდარობით ვცხოვრობდით, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ მომავალშიც, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე ახლოა ევროპულ ოჯახში ჩვენი სრული ინტეგრაცია. დღეს საერთო ძალისხმევით ხმას მივაწვდენთ თანატოლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ამისთვის მადლობა პარტიის ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ საქმეში, თუ ასე ერთად დავდგებით, ერთად შევქმნით იმ საქართველოს, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.