მაქვს განცდა, რომ კულუარებში რაღაც მოხდა, რამაც ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გუშინდელი გადაწყვეტილება განაპირობა – ნინო ბურჯანაძე

0
265

მაქვს განცდა, რომ კულუარებში რაღაც მოხდა, რამაც ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გუშინდელი გადაწყვეტილება განაპირობა, – განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ თემის კომენტირებისას.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ საკუთარი არხებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით იმოქმედებს.

„მე ახლაც იმედიანად ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად მალე გაათავისუფლებენ ბატონ ვაჟას. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს პროცესი თუნდაც გუშინ მოგვარდებოდა.

არ ვიცი, კულუარებში იქ რა მოხდა. მე შევეცდები, გავარკვიო, რადგან ნამდვილად იყო განწყობა, რომ ის ძალიან სწრაფად გათავისუფლებულიყო და ეს პროცესი კიდევ არ გადაწეულიყო.

მე, ჩემის მხრიდან, გავაგრძელებ მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ არ გაჭიანურდეს აღნიშნული პროცესი. მაგრამ მაქვს განცდა, რომ კულუარებში რაღაც მოხდა, რამაც გუშინდელი გადაწყვეტილება განაპირობა. მე ვიმოქმედებ იმ არხების საშუალებით და კონტაქტებით, რომელიც მე მაქვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.