თბილისში, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოყვა

0
212

თბილისში, „ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მერი არჩილ ხანდამაშვილი და სამი თანამშრომელი. ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც  საგარეჯოს “ჯეო -ჰოსპიტალში” აცხადებენ, დაწესებულებაში 3 პირი შევიდა მცირე დაზიანებებით,მათგან ორმა საავადმყოფო მალევე დატოვა.

“რაც შეეხება დაზარალებულ ერთ პაციენტს,შუბლის არეში მოხდა დაზიანებული კერის გაკერვა. ამ დროისთვის საგარეჯოს ” ჯეო-ჰოსპიტალში” არც ერთი დაზარალებული აღარ იმყოფება და სამივე მათგანმა საავადმყოფო თავისი ნება-სურვილით დატოვა”, – განაცხადეს საავადმყოფოში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.