ჩვენთვის არც ერთ ენაზე კომუნიკაცია პრობლემა არ არის, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია – დავით ზალკალიანი

0
224

ჩვენთვის არც ერთ ენაზე კომუნიკაცია პრობლემა არ არის და ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც უკრაინაში პრესკონფერენციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსულ ენაზე საუბარს შეეხებოდა.

მისი განმარტებით, საკომუნიკაციო ენა მასპინძელი ქვეყნის შეთავაზება იყო და ეს მიღებული წესია.

„ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. ჩვეულებრივი მიღებული წესი არის, რომ მასპინძელი ქვეყანა, რომელიც გთავაზობს იმ ენას, რა ენაზეც უნდა მოხდეს კომუნიკაცია, იმაზე მოხდეს კომუნიკაცია. ვფიქრობ, ზედმეტი ახსნა-განმარტება ამაზე საჭირო არ არის. შემოთავაზებულ იქნა მასპინძელი ქვეყნის მხრიდან, რა თქმა უნდა, გაზიარებული იქნა ყველას მხრიდან. ჩვენთვის არც ერთ ენაზე კომუნიკაცია პრობლემა არ არის და ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.