მარგარეტ ენნ ნევე – ბრიტანელი ქალი, რომელიც სამ საუკუნეს მოესწრო

0
42

მარგარეტ ენნ ნევე 1792 წელს დაიბადა და დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების მიხედვით, მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელიც სამ საუკუნეს მოესწრო.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, მარგარეტს 105 წლამდე არ უავადმყოფია. 105 წლის ასაკში მას ბრონქიტი დაემართა და მცირე ხნით იავადმყოფა. 110 წლის მარგარეტი ისეთი ჯანმრთელი იყო, რომ ხეზეც კი ადიოდა.

მარგარეტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის მცირე რაოდენობით ალკოჰოლზე უარს არ ამბობდა და სადილობისას ჭიქანახევარი ხერესს, ხოლო ვახშამზე მსუბუქ ვისკის მიირთმევდა.

მარგარეტ ენნ ნევე საკუთარი დაბადების 111-წლისთავამდე ერთი თვით ადრე, 1903 წლის 4აპრილს გარდაიცვალა.

 

მომზადდა “საიდუმლო ისტორიები“-ს მიხედვით.