ვაჟა არ ცვლის ჩვენებას, არ აღიარებს ე.წ. საზღვარს და რჩება ცხინვალის ტყვეობაში -ირინა გაფრინდაშვილი

0
230

ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობის, ასევე უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ, “საზღვარს” ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.