გაურკვეველი ნივთიერება თუ დეპუტატმა შეიტანა, ასეთი ადამიანის ადგილი პარლამენტში არ არის – სოზარ სუბარი

0
255

ეს არ არის ისეთი თემა, როდესაც ორი თუ სამი სკუნსი პარლამენტში შეიპარა და იქ რაღაცა ააყროლა, ეს არის ძალიან სერიოზული ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, თუ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერება დეპუტატმა გამოიყენა, მისი ადგილი პარლამენტში არ არის.

„ის, რაც პარლამენტშია, გამაოგნებელია. შეშფოთებული ვარ კი არა, ვერ ვიჯერებ, რომ შეიძლება ასეთი რამ იკადროს პარლამენტარმა, თუ მართლაც პარლამენტარები იყვნენ ამის გამკეთებლები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა განაყოფებმა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადეს, რომ ხუმრობაში გადაეტანათ. ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის ისეთი თემა, როდესაც ორი თუ სამი სკუნსი შეიპარა და იქ რაღაცა ააყროლა, ეს არის ძალიან სერიოზული ქმედება. ჯერ დანაშაულს არ დავარქმევ, თუმცა გამოძიება დაწყებულია. არ ვიცით, რა ნივთიერება იყო, მაგრამ ამას, რომ იკადრებს ადამიანი თუ ის პარლამენტის წევრია, მიმაჩნია, რომ მისი ადგილი პარლამენტში უბრალოდ არ არის. უნდა შერცხვეს მეორედ მოვიდეს და კოლეგებს თვალებში ჩახედოს.თუ დანაშაულია, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.