ქართული ფილმის ტრიუმფი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე

0
39

რუსული გაზეთის, „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») დღევანდელ, 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია//რეცენზია სათაურით „ძლიერი ქალური „დასაწყისი“: ფესტივალის ოთხი ჯილდო ერთმა ფილმმა მიიღო“, რომელშიც საუბარია ქართული კინოს წარმატებაზე ქალაქ სან-სებასტიანის (ეპანეთი) სკინოფესტივალზე (ავტორი – ანდრეი პლახოვი).

„სან-სებასტიანის კინოფესტივალი, მხოლოდ ერთი ფილმის ტრიუმფით დასრულდა, რომელსაც „დასაწყისი“ ჰქვია. მისი ავტორია ქართველი რეჟისორი ქალი, დეა კულუმბეგაშვილი, რომლის სრულმეტრაჟული კინოდებიუტი ერთდროულად ოთხი ჯილდოთი აღინიშნა, მთავარი პრიზის – „ოქროს ნიჟარის“ ჩათვლით. ასეთი რადიკალური ჟესტი ფესტივალის ჟიურის მხრიდან არასოდეს არ მომხდარა“, – აღნიშნავს ავტორი.

კინოსურათი ფესტივალზე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა. დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი; ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი; დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი. „ჟიურის თავმჯდომარემ ლუკა გუადანინომ ქართული ფილმას „შედევრი“ უწოდა, რაც  იშვიათია ჩვენს დროში.

დეა კულუმბეგაშვილი, საქართველოშია დაბადებული, სწავლობდა აშშ-ში, თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მონაწილეობდა კანის კინოფესტივალში. მან ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი ფრანგებთან ერთად გადაიღო. თუმცა „დასაწყისი“ ასპროცენტიანი ქართული ფილმია, რომელშიც გადმოცემულია ქართული ტრადიციები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული. იმავდროულად ფილმს თანამედროვე აქტუალური კონტექსტიც აქვს“, – ნათქვამია სტატიაში.

ფილმის შინაარსი: გმირი ქალი, საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი „იეჰოვას მოწმეების“ ლიდერზეა გათხოვილი, ამიტომ მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა „თვით „იეჰოვას მოწმეთა“ საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა – სექტის პრინციპი, მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი, ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის.