ნატოში საქართველოს შესვლის თემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან ვითარებას ძაბავს – ანდრეი რუდენკო

0
240

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან ვითარებას ძაბავს, ასევე გაურკვევლობის ფაქტორს ქმნის“.

ამის შესახებ რუდენკომ რუსულ მედიასთან ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შედეგზე საუბრისას განაცხადა.

„ნატოს თემა განიხილებოდა მოსაზღვრე ტერიტორიებზე საფრთხეების გაჩენის ჭრილში, რადგან საკითხი მხარეებს აღელვებს და გაურკვევლობის დამატებით ფაქტორს ქმნის. თემა საკმაოდ მწვავეა. მოკლედ რომ შევაფასოთ, ბევრს ვერაფერს მივაღწიეთ“,-აღნიშნა დიპლომატმა.