საქართველოდან გადასახლებულ თურქ მესხებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ – ერდოღანი

0
313

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ის თურქი მესხების საქმეს ყველა პლატფორმაზე დაიცავს.

მისივე თქმით, საქართველოდან 1944 წელს გადასახლებულ ყველა თურქ მესხს, სურვილის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნება უნდა შეეძლოს.

„ჩვენ არ ვიყოყმანებთ, რათა დავიცვათ თურქი მესხების საქმე ყველა პლატფორმაზე, თუნდაც ყველა ჩუმად იყოს. ერთადერთი გზა, თუნდაც მცირედით შევუმსუბუქოთ ჩვენს თურქ დებსა და ძმებს ჭრილობები გულში, არის ის, რომ საშუალება მივცეთ თითოეულ თურქ მესხს, ვისაც ამის სურვილი აქვს, საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. არავინ უნდა დარჩეს გულგრილი ამ ადამიანების წუხილის მიმართ, რომლებსაც 75 წელია ძლიერი სურვილი აქვთ სამშობლოში დაბრუნების“, – განაცხადა ერდოღანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან თურქი მესხების გადასახლების 75 წლისთავთან დაკავშირებით ანკარაში გამართულ  ღონისძიებაზე.

წყარო: https://www.tccb.gov.tr/en/news/542/113893/-we-will-always-defend-the-cause-of-the-meskhetian-turks-on-every-platform-