„სი ჩერტო“ – თბილისში „ბადაგონის“ კიდევ ერთი, პრემიუმ კლასის რესტორანი გაიხსნა

0
263

დღეს, 25 სექტემბერს, თბილისში, მერაბ  კოსტავას 60 ნომერში „ბადაგონის“ ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი – „სი ჩერტო“ (Si, certo) გაიხსნა.

„სი ჩერტო“ კომპანია „ბადაგონის“ კიდევ ერთი რჩეული რესტორანია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საავტორო კერძები “ბადაგონისგან“ და აღმოაჩინონ განსაკუთრებული გემოები და არომატები.

რესტორნის დახვეწილი გარემო, სადაც მადისაღმძვრელი კერძები იდეალურ სასმელს ერწყმის და სრულყოფილებას ქმნის, გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით კომპანია რესტორნების მიმართულების ათვისებას აგრძელებს. ბადაგონის პირველი რესტორანი – „ბადაგონის სახლი“ თავისუფლების მოედანზე მდებარეობს.