სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა

0
405

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ავთანდილ გალდავა 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს ნიკოლოზ დიასამიძეს, ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს.