არ ვარ ვალდებული თავი ვიმართლო, პროტესტის ამ ფორმას აბსოლუტურად ვეთანხმები – ლელა ქებურია

0
236

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის საკითხზე არ არის ვალდებული თავი იმართლოს.

„არ ვაპირებ ვიმართლო თავი, უმრავლესობის ბრალდებებზე. არსებობს კადრების ჩანაწერები, წარმოადგინონ და შემდეგ მელაპარაკონ ბრალდებებზე. არ ვაპირებ, ვიმართლო თავი, არ ვარ ვალდებული მათი განცხადებების გამო თავი ვიმართლო. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ აქტს და პროტესტის გამოხატვას ამ ფორმას აბსოლუტურად ვეთანხმები. არ ვარ ვალდებული განმარტებები ვაკეთო, რატომ მეკეთა შარფი“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

კითხვაზე, რატომ იყო სხდომათა დარბაზში, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია, ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ მას აქვს უფლება სხდომათა დარბაზში თავისუფლად გადაადგილების.

„ვიყავი შესული, რაღაც შეკითხვა დავუსვი ერთ-ერთ ჩემს კოლეგას და გამოვედი გარეთ. დაამტკიცონ ეს ბრალეულობა და შემდეგ ილაპარაკონ. მე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ბრალდებას. წარმოადგინონ მტკიცებულებები“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.