საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი

0
27

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევა დაფიქსირდა.