ნივთიერება რომელიც პარლამენტში მოასხეს შემუშავებულია რუსეთის სპეც სამსახურების მიერ

0
439

 ვეტ პრეპარატების რეგისტრაციის სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ნივთიერებას, რომელიც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს, ადამიანის ორგანიზმზე ძლიერი ტოქსიკური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“თუ ეს იყო “ACD ფრაქცია 2” ის გახლავთ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი! უმეტეს ქვეყნებში აკრძალული, რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო. პრეპარატი თავის დროზე შემუშავებულია რუსეთის სპეც სამსახურების მიერ, ომის დროს მათი სამხედროებისათვის, მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება, გამოირჩევა ჰიპერ ალერგიულობით, მხაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში (წელი არ მახსოვს) ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც, მსხილფეხა პირუტყვის სწაფი ზრდის დანამატად. ასევე, ექიმბაშები იყენებენ მას როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატად და ისინიც კი, იციან რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ! ამას ვწერ როგორც ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთი შემქმნელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული, ვეტ პრეპარატების რეგისტაციის სამართველოსი! და პასუხს ვაგებ თითოეულ აქ მოყვანილ ფაქტზე! დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის ექიმებს და ჰკითხოთ “ACD” – ს გვერდით მოვლენებზე და ჰიპერალერგიულობაზე! არის თუ არა ეს დანაშაული, რომელიც წვიმასავით მოასხეს პარლამენტში?!”, – წერს გიორგი ჩიკვაიძე.