რა დასახელების ხსნარი გახდა პარლამენტის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი

0
264

მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით დამატებით კომენტარს აკეთებს და იმ ხსნარის დასახელებას ასაჯაროებს, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, – აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.