ჰელსინკის აეროპორტში covid 19-ით ინფიცირებული ადამიანების ამოსაცნობად გაწვრთნილ ძაღლებს გამოიყენებენ

0
55

ჰელსინკის აეროპორტში covid 19-ით ინფიცირებული ადამიანების ამოსაცნობად გაწვრთნილ ძაღლებს გამოიყენებენ.

საცდელი პროექტი უკვე დაიწყო და მასში, ჯერჯერობით, 16 ძაღლია ჩართული.

გადაწყვეტილება აეროპორტმა ჰელსინკის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის კვლევის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც გაწვრთნილ ძაღლებს 100%-იანი სიზუსტით შეუძლიათ ამოიცნონ, არის თუ არა ადამიანი covid 19-ით ინფიცირებული.

აეროპორტში მგზავრებსა და ძაღლებს პირდაპირი შეხება არ ექნებათ. ადამიანები ტესტის საშუალებით კანიდან ნიმუშს აიღებენ, რომელსაც შემდეგ ძაღლები დაყნოსავენ. კვლევის მიხედვით, მათ covid 19-ის გამოსავლენად უფრო მცირე ნიმუშები სჭირდებათ, ვიდრე PCR ტესტებს.

“ეს უნიკალური შემთხვევაა და მსოფლიოში პირველი”, – განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა.

 

წყარო: https://www.internationalairportreview.com/news/136484/helsinki-airport-covid-19-dogs/