მკვლელი ექიმი, რომელმაც 60-ზე მეტი ადამიანი დახოცა

0
34

მარსელ ანდრე ანრი ფელიქს პეტიო ფრანგი სერიული მკვლელია, რომლის სინდისზეც 60-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაა.

პეტიო თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა. ის დაინტერესებულ ადამიანებს არგენტინასა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში გადაგზავნას 25000 ფრანკის საფასურად პირდებოდა. ამის მერე მკვლელი “კლიენტებს“ უცხოეთში წასვლამდე აუცილებელი აცრის გაკეთებაში არწმუნებდა. პეტიო ადამიანებს ციანიდით ხოცავდა და თავის მსხვერპლთ ჯერ მდინარე სენაში ყრიდა, შემდგომ კი მათ უბრალოდ წვავდა.

1946 წლის 28 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მარსელ პეტიო მკვლელობებში დამნაშავედ ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. განაჩენი სისრულეში გილიოტინირების გზით იქნა მოყვანილი.