ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
57

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კოვიდდადებითი შემთხვევებიდან, 7 პედაგოგია, 1 ფსიქოლოგი, 4 კი დამლაგებელი.

აღსანიშნავია, რომ აჭარის სკოლებში გაკვეთილები დისტაციურად ტარდება, მათ მოსწვალეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, დაფიქსირდა 25 ლეტალური შემთხვევა. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.