ოქტომბერში დედაქალაქში “ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა – კახა კალაძე

0
124

ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, 15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიფდვაზე, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლება მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 18 სექტემბერს გაფორმდა.

კალაძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსები მძიმე მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს.

მერიის ინფორმაციით, 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა „ჯი თი მოტორსი“, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 180 დღეში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე ევრო 5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსებს შემოიყვანს, რომლებიც გათვლილია 17 მგზავრზე. პირველი ნაკადი – 100 ერთეული მიკროავტობუსი მალევე, 10 ოქტომბრამდე ჩამოვა.