რუსეთში კორონავირუსის 6 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
23

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 431 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.

მათი მონაცემებით, ბოლო ხუთ დღეში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 0,6 პროცენტით არის გაზრდილი. ამრიგად, პანდემიის პერიოდში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ 122 ათას 241 შეადგინა.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაძლია 5 750-მა ადამიანმა. სულ კი გამოჯანმრთელდა 923 699-ი ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გამოწვეულ დაავადებას 150 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, რუსეთში ვირუსით 19 799 ადამიანი დაიღუპა.