ალექსანდრე მიშველიძე: არჩევნებზე კრახისთვის განწირული ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატზე ვერ თანხმდება

0
334

ქართულ ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანების რესურსი არ გააჩნია.   შესაბამისად, ჰოპოთეტურადაც რომ დავუშვათ “ქართული ოცნების” მარცხი, ოპოზიცია საპარლამენტო კოალიციის ფორმირებას ვერ მოახდენს და ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს. ამომრჩევლის დაკვეთა კი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არ არის. – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ალექსანდრე მიშველიძე.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება იმატებს და არჩევნებზე კრახისთვის განწირული ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატზე ვერ თანხმდება.

„საარჩევნო პროგრამებსა და შინაარსობრივ საკითხებზე დებატების ნაცვლად, ოპოზიცია   პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებს განიხილავენ და თითოეული დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში. ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსი აბსურდული მსჯელობა და უმიზნო კამათი მმართველი პარტიის რეიტინგს კიდევ უფრო ზრდის და უუნარო ოპოზიციის ფონზე არ გამოირიცხება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ოპოზიციური სპექტრის დაპირისპირების ფონზე, მმართველი პარტია რეგიონებში შეხვედრებს მართავს და მოსახლეობას მიღწეულ პროგრესსა და სამომამვლო პროექტებზე ესაუბრება.“ ქართული ოცნება“ არ კარგავს დროს უმიზნო დებატებში და ხალხთან შეხვედრებს განაგრძობს.  საპასუხოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები ტელეეკრანებიდან ერთმანეთის ლანძღვას ასმენინებს ამომრჩეველს და პრემიერობის შესაძლო კანდიდატებს სთავაზობენ. საზოგადოებას დაკვეთა ოპოზიციის უნიჭო სანახაობის ცქერა ნამდვილად არ არის.“ – განაცხადა ალექსანდრე მიშველიძემ.

მიშველიძის თქმით,  ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია საკუთარი ამბიციების ტყვეობაშია და ყველა სხვა პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

„ნაციონალური მოძრაობის მიერ პრემიერობის კანდიდატად დასახელებული გაქცეული პრეზიდენტი ოპოზიციურ სპექტრს აფრთხობს. „ნაციონალური მოძრაობის,“ ამჟამად, გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული წარმონაქმნის გარეშე კი, დიდი ოპოზიციური ერთობა გამორიცხულია. არარსებული პრემიერის კანდიდატზე კინკლაობაში, ოპოზიციური პარტიები გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კარგავენ.  ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი კი საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს. – განაცხადა მიშველიძემ.