“მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ოპოზიციონერის როლი მოირგო. ახლა იგი უკრაინის რეფორმირებას ცდილობს“ – “Helsingin Sanomat“

0
61

ფინეთის ყოველდღიური გაზეთის „ჰელსინგინ სანომატ“-ის Helsingin Sanomat») 22 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მას ჰელსინკელმა ჟურნალისტმა ჯუსი ნემელაინენმა ჩამოართვა. პუბლიკაციას ასეთი სათაური აქვს: „საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოპოზიციონერის როლი მოირგო. ახლა იგი უკრაინის რეფორმირებას ცდილობს, რადგან „რუსეთმა შეიძლება ყველა გადაგვყლაპოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თუ ოდესმე საჭირო გახდება სახელმწიფოებრივ დონეზე ორი მოწინააღმდეგის დაპირისპირების პრეცედენტის მოძებნა, იმ წუთშივე შეიძლება გაგვახსენდეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მათი ისედაც დაძაბული ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა – „მიხეილ სააკაშვილის ყვ…ბით ჩამოვკიდებო“, საქართველოს პრეზიდენტმა კი საპასუხოდ აღნიშნა – „მძულს ვლადიმერ პუტინიო“ და იმ დროიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება პუტინის რუსეთის კრიტიკას მიუძღვნა.

მაგრამ თავის დღევანდელ როლში – უკრაინის რეფორმების ხელმძღვანელის ამპლუაში – მიხეილ სააკაშვილის ქცევა საკვირველია: იგი რუსეთის შესახებ დადებითს ლაპარაკობს.

შეხვედრის დრო დაირღვა, რაც მიხეილ სააკაშვილს ხშირად ემართება. როცა იგი, როგორც იქნა გამოჩნდა – ჩაშვებული წითელი პერანგით და ჯინსებით – ვამჩნევ, რომ კარგ ხასიათზეა. მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუს კიევში, თავისი სახლის ეზოში, ვერანდაზე იძლევა.

დრეს ჩვენ უვნაურ სიტუაციაში ვართ: ავტორიტარულ რუსეტში რეფორმები უფრო ეფექტურად ტარდება, ვიდრე დემოკრატიულ უკრაინაში, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით, „რუსეთის ხელმძღვანელობა ბრძნულად იქცევა, რომ რეფორმების განხორციელება პროფესიონალებს მიანდო – საგადასახადო სისტემა იქ უკვე რეფორმირებულია. უკრაინაში კი არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ყველანაირ ცვლილებებს ამუხრუჭებენ“.

მიხეილ სააკაშვილის მოქმედება დღევანდელი თანამდებობის რანგში მიანიშნებს მის შეუპოვრობაზე, გამბედაობაზე, თავმოყვარეობაზე და ხელისუფლებისაკენ სწრაფვაზე. იგი იმდენად წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომ მის ამგვარ დახასიათებას დაეთანხმებიან როგორც საქართველოში და უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებშიც.

მიხეილ სააკაშვილის – ერთ-ერთი ცნობილი ფიგურას წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მისის სახელი უკავშირდება საქართველოში გატარებულ ეფექტურ რეფორმებს. გარდა ამისა, იგი ყოველთვის ბრუნდება საჯარო ველზე – როგორც საცობი, რომელიც წყალში ტივტივებს.

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისოდ ცნობილი გახდა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს, 2003 წელს. იგი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლამდე იყო, ერთი წლიტა ადრე კი მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და შესაბამისად, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად ემიგრაციაში წავიდა.

გარკვეული პაუზის შემდეგ მისი კარიერა უკრაინაში გაგრძელდა – ჯერ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს, შემდეგ კი – ვლადიმერ ზელენსკის მმართველობის პერიოდში, რომელმაც რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნა.. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს საქართველოში დაბრუნებას – იგი მისმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაასახელა ოქტომბრის არჩევნებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ უკრაინა რუსეთს ირაღითა და ძალით ვერ აჯობებს, მაგრამ შეუძლია რეფორმების წარმატებით გატარებაში აჯობოს. უკრაინა მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ კორუმპირებულია. პირველ რიგში კი აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს სასამარფთლოს რეფორმა არ განუხორციელებია.. ფაქტია და ამას ანალიტიკოსებიც ამბობენ: მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იურისპრუდენციას დასავლეთში დაეუფლა, საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო ვერ ააწყო. ამის გამო მას თავის დროზე დასავლეთიც აკრიტიკებდა. დღეს მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ ეს მისი შეცდომა იყო. „საქართველოში ჩვენ იქიდან არ დავიწყეთ, საიდანაც უნდა დაგვეწყო. საჭირო იყო სამართლებრივი სისტემიდან დაწყება“, – ამბობს ექს-პრეზიდენტი.

მაგრამ რატომ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გატარებაზე უკრაინაში?

„საქართველოში მე მივხვდი, რომ პატარა სახელმწიფოები წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუ მათ „რეგიონულ მაგნეტიზმი“ არ აქვთ. უკრაინა საკმაოდ დიდი სახელმწიფოა, რომ მაგნიტი გახდეს სხვებისათვის. თუ უკრაინა წარუმატებელი იქნება, რუსეთი ყველას გადაგვყლაპავს“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://kdpconsulting.ru/v-rossii/45747-avtoritarnaya-rossiya-effektivnee-demokraticheskoj-ukrainy-saakashvili-v-intervyu-helsingin-sanomat.html