თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტი მკურნალობს

0
55

ამჟამად თბილისის ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 3 მძიმე პაციენტია, რომელთა პროგნოზი კეთილსაიმედოა.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, 24 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.