ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის პროცესი დაიწყო

0
75

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის პროცესი უკვე დაიწყო. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის რამდენიმე პაციენტი უკვე მკურნალობს ბინაზე და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ზოგადად კი, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლის საბოლოო ფორმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

„ბინაზე მკურნალობის პროცესი მეორე დღეა დაიწყო, მკაცრად არის გაწერილი პროტოკოლით, ვინ დარჩება სახლში, ეს არის აუცილებლად მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები, ბინაზე ვერ იმკურნალებენ ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და სხვა კატეგორია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ აკონკრეტებენ ზუსტად რამდენი კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.