საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

0
46

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.