ბათუმმა ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ უმასპინძლა

0
27

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმმა ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ უმასპინძლა. იგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ტარდება.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის შთამბეჭდავ ნიმუშებს ქმნიან.
პანდემიის მიუხედავად, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი წელსაც წარმატებით ჩატარდა და ბათუმს 4 არტისტის მიერ შესრულებული 4 ახალი მასშტაბური ნამუშევარი დაუტოვა შემდეგ მისამართებზე:
• თამუნზი – ზვიად გამსახურდიას ქ. 1-5
• დავით სამხარაძე – ვახტანგ გორგასლის ქ.21
• მაშოლენდი – გორგილაძის ქ.53
• ნინა ხურცილავა – ლერმონტოვის ქ.21