სოფელ დიღომში კორონავირუსის შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება -ამირან გამყრელიძე

0
48

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვითარება სტაბილიზირებულია.

„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაზპე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.