მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შემოვიდნენ – ზაზა პაპუაშვილი

0
211
????????????????????????????????????

დეპუტატ სოფო კილაძის ინფორმაციით, გაურკვეველი ნივთიერების სხდომათა დარბაზში შეტანის შემდეგ ერთ-ერთი დეპუტატი ცუდად გახდა. კილაძე არ აკონკრეტებს, რომელი დეპუტატია ცუდად. ამასთან, მისივე თქმით, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა.

ამასთან, როგორც დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ და დარბაზი მალევე დატოვეს.

დეპუტატი გია გაჩეჩილაძის თქმით, „ეს არის ტერორისტული აქტი“.

„რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი „ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ამასთან, ამ ამ წუთებში დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.