“ბადაგონის“ კიდევ ერთი წარმატება ევროპაში – “კახურმა წარჩინებულმა” ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა

0
246

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს „Concours Mondial de Bruxelles”-ზე ბადაგონის ღვინომ „კახური წარჩინებული” ოქროს მედალი მოიპოვა.

კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილმა ასობით ღვინომ მიიღო, რომლებსაც ცნობილი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.

კომპანია “ბადაგონი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.