არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი თავისი წარსულია

0
41

„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი თავისი წარსულია, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იქამდე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას, მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას. არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების, არ მჯერა პოლიტიკანობის. მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.