ზუგდიდში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

0
40

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

“ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება გვექნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“ -აღნიშნა მერის მოადგილემ.

ზუგდიდში დეზინფექცია სისტემატურად უტარდება საბავშვო მოედნებს, აგრარულ ბაზარს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.