ოლეგ კუზნეცოვი – სერიული მკვლელი და მოძალადე

0
54

ოლეგ კუზნეცოვი – საბჭოთა მანიაკი, მოძალადე და სერიული მკვლელი გახლავთ, რომელმაც 1991-1992 წლებში 15-დან 30-წლამდე 10 ქალი და გოგონა გამოასალმა სიცოცხლეს.

კუზნეცოვმა პირველი მკვლელობა 1991 წლის 7 მაისს ჩაიდინა. იგი იმ დროს სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. მომავალი მსხვერპლი იყო გოგონა, რომელმაც ოლეგ კუზნეცოვს სახლამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. გზად კუზნეცოვმა გოგონას საუბარი გაუბა და ალკოჰოლური სასმელი შესთავაზა. კუზნეცოვმა მანქანა ბალაშიხის რაიონის დაბა კუპავნაში, სააგარაკო სახლის მახლობლად შეაჩერა. წყვილი სექსით დაკავდა, თუმცა დილით, გოგომ კუზნეცოვს დროსტარების საფასურის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი
მილიციაში ჩივილით დაემუქრა. კუზნეცოვი ამან განარისხა და ქალი ე.წ. “მანტიროვკით“ მოკლა.

ეს კუზნეცოვის პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ კაცმა სიცოცხლეს კიდევ არაერთი ადამიანი გამოასალმა.