საზარელი შემთხვევა კენიაში – კაცმა ცოლ-შვილი იმ იმედით დახოცა, რომ მათ გაცოცხლებას შეძლებდა

0
39

გაიცანით, ეს კენიელი კიტუ მინუოკია.

2014 წელს მეზობლებმა შენიშნეს, რომ მისი მეუღლე და ქალიშვილი, რომლებიც კეტისთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ბოლო დროს რატომღაც აღარ ჩანდნენ. მინუოკი ყველა დაინტერესებულ ადამიანს, მისი ცოლ-შვილის გაუჩინარების თაობაზე ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა. კერძოდ, ის ამბობდა, რომ მისი ოჯახობა საცხოვრებლად მისსავე დასთან გადავიდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კიტუმ ცოლ-შვილი დახოცა და მათი გვამები საკუთარ სახლში, სპეციალურად მოწყობილ სარდაფში გადამალა. მოგვიანებით, ისიც გაცხადდა, რომ ცოლ-შვილის მკვლელი, გვამებს ბანდა, ზეთს სცხებდა და ბალახებს აფენდა. კიტუმ
პოლიციას განუცხადა, რომ თუკი ამ რიტუალს ზედმიწევნით ზუსტად დაიცავდა, გვამები 9 წლის თავზე გაცოცხლდებოდნენ.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გვამებს კუჭნაწლაი ამოცლილი ქონდათ და მიიჩნიეს, რომ
ცოლშვილის შიგნეულობა მანიაკმა შეჭამა. ამ ვარაუდის საფუძველს კი ის იძლეოდა, რომ კიტუ არაერთხელ იყო შემჩნეული ძაღლებისა და კატების შიგნეულის ჭამაში. კიტუ გველებსაც ხოცავდა და მათ საკვებად იყენებდა.

 

მომზადდა murders-ის მასალის მიხედვით.