ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს – ირაკლი კობახიძე

0
203

ნიკა მელიასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით და რეგლამენტით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განაჩენი დამდგარია და საბოლოოდ ძალაშია შესული.

„ამას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკითხი ძალიან მარტივია. არის განაჩენი დამდგარი და საბოლოო ძალაშია შესული. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით და რეგლამენტით. ბუნებრივია, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამისთვის მხარის არ დაჭერა იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. გუნდში წინასწარი კონსულტაციები გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.