ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

0
24

ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კვების სივრცე. შენობაში ასევე იქნება სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი არანაკლებ 150 მაყურებელზე.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი. პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობასაც.პროექტის ღირებულებაა 3 369 897 ლარი.სამუშაოების დასრულების ვადა 21 თვე.

მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.ახალი შენობის აშენებამდე მოსწავლეები სწავლას განაგრძობენ ქვედა სამების სკოლაში. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. სკოლაში ამჟამად სწავლობს 250 მოსწავლე.