ანელიზ მიშელი – დემონებით შეპყრობილი გოგონა, რომელსაც ეგზორციზმის რიტუალები უტარდებოდა

0
52

ანელიზ მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვის სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის, ან მისი დებისთვის.

”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში.

აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარჩენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა საშინელი გულყრებით.

იქედან გამომდინარე, რომ ექიმები ანელიზსს ვერ ეხმარებოდნენ, ოჯახმა ეკლესიას მიმართა.

1975 წელს გამოჩნდა ორი სასულიერო პირი, რომლებმაც ანელიზის განკურნება საკუთარ თავზე აიღეს. რიტუალი 1614 წელს რომში შემუშავებული წესის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო.

რიტუალის დროს ანელიზი ისეთი დაუმორჩილებელი იყო, რომ 3 ადამიანი აკავებდა. გოგონა ყვიროდა, რომ 6 დემონი იყო დაპატრონებული მის სხეულს და ხელებს ისე სწვავდნენ, როგორც ცეცხლი.

1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული.

ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს აუდიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად).

ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უთხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა. მეორე დღეს 1-ელ ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ. ანელიზის მშობლები და ღვთისმსახურები, რომლებიც გოგონას ეგზორციზმის სესიებს უტარებდნენ, არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში დაადანაშაულეს, რადგან სასამართლოზე ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ ანელიზ მიშელი ნამდვილად შეპყრობილი იყო დემონებით.