ვინ არის კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი

0
136

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ასაკის ქალია.

ეზუგბაიას თქმით, ის ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად გადმოიყვანეს და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

„დაგვემატა ერთი, მე-20 გარდაცვლილი. ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ სამი, სულ ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.