„ქართული ოცნება“ დღეს მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ხარაგაულის მერობის კანდიდატს წარუდგენს

0
25

მმართველი პარტია მოსახლეობას დღეს საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პაატა კვიჟინაძეს და ხარაგაულის მერობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს წარუდგენს.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

13 საათზე „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძეს ჭიათურაში წარადგენს. საჩხერეში კი მისი წარდგენა 14:30 საათზე გაიმართება.