აჭარაში დღეს 4000-მდე ტესტის პასუხებს ელოდებიან

0
43

აჭარაში დღეს ოთხი ათასამდე ტესტის პასუხებს ელოდებიან. მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების ნიმუშების ანალიზის შედეგებსაც.

აჭარა საქართველოს კოვიდ-რუკაზე ამ დრომდე ყველაზე ცხელი წერტილია. რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს. ჯამში იქ კორონავირუსი სულ 900-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

რეგიონში უკვე რვა კლინიკა იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, უსიმპტომო პაციენტები კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში ამჟამად 156 პაციენტს მკურნალობენ, ცხელების ცენტრში კი 19 ადამიანს. კლინიკაში ჯამში სულ 175 კოვიდ ინფიცირებული ჰყავთ.