საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
37

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 534-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 შემთხვევა დაფიქსირდა.