ზუგდიდში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება

0
32

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა იმ დასახლებებში იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

საერთო  ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება.

დევნილთა საცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე  3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და საცხოვრებლად უვარგის შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა. ამასთან, დამატებით 600 ოჯახისთვის კიდევ 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.