ოზურგეთში საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

0
19

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განათლების სისტემის პრიორიტეტებზე ისაუბრეს  და საგანმანათლებლო დაწესებულებლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პედაგოგებს პანდემიის პირობებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ განათლება არის ის სფერო, სადაც ჩვენი გუნდი მომავალშიც ძალიან დიდ ენერგიას და ინვესტიციას ჩადებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი სწორედ განათლებაა და ამაში პედაგოგების მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძე – „პედაგოგებთან შეხვედრისას  მიმოვიხილეთ განათლების სფეროში დღეს არსებული მდგომარეობა, გავაცანით  სამომავლო გეგმები. განათლება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, განათლებას მეტი ყურადღება დავუთმოთ და ჩვენს პედაგოგებთან ერთად მეტი გავაკეთოთ“ – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

პედაგოგებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის უფროსი დავით დარჩია.