ნაციონალების სკოლაგავლილ, ე.წ. ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მხრიდან ავადმყოფური ბრალდებები და ინსინუაციები არახალია – ნიკოლოზ მეტრეველი

0
203

„ნაციონალების სკოლაგავლილ, ე.წ. ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მხრიდან ავადმყოფური ბრალდებები და ინსინუაციები არახალია, ძველია“, – წერს ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი ურჩევს ნაციონალური მოძრაობის ყველა განაყოფს და ე.წ. „ჟურნალისტს“, ყურადღებით გაეცნონ ოდესის არჩეული მერის მიერ უკრაინის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს, რომელიც მათი მარკირებული დეზერტირი ბელადის უმძიმეს ახალ კორუფციულ საქმიანობას ეხება.

„ნაციონალების სკოლაგავლილ, ე.წ. ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მხრიდან ავადმყოფური ბრალდებები და ინსინუაციები არახალია, ძველია. ამჯერად გვამცნეს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ლათინურ ამერიკაში ფორმალური და არაფორმალური მმართველობა დაუმყარებია და თან ისე გასჭირვებია, რომ 40 ტონა მარიხუანა მოუყვანია, ალბათ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
თითოეული მორიგი ინსინუაციის შემდეგ მრავლის მნახველი ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე შეიძლება ფიქრობს , რომ ამ ხალხს და მათ დამფინანსებლებს, ცხადია, სინდისი არ გამოაფხიზლებს, მაგრამ თავიანთი ჭუჭყიანი საქმიანობის უიმედობას მაინც მიხვდებიან. ეს არ მოხდება: ასევე გააგრძელებენ. ამ ფორმის და სიმძიმის დაავადებები არ იკურნება. შიზოფრენიის რთული ფორმა, რომელიც ჟანრის კრიზისის ფონზე გაუმწვავდათ, 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის მათი დამფინანსებლებისათვის კრიტიკული გახდება!
მანამდე კი, დაბეჯითებით ვურჩევ ნაციონალური მოძრაობის ყველა განაყოფს და ე.წ. „ჟურნალისტს“, ყურადღებით გაეცნონ ოდესის არჩეული მერის მიერ უკრაინის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს, რომელიც მათი მარკირებული დეზერტირი ბელადის უმძიმეს ახალ კორუფციულ საქმიანობას ეხება“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.