გაკვირვებული ვართ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით – ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს – კომპანია „PHARMIN“- ი

0
96

გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა,- კომპანია „PHARMIN“-ი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,PHARMIN“-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა.
,,გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა. PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.