კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გურიაში დადასტურდა

0
18

გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 48 გახდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

,,ყველა პაციენტი გადაყვანილია შესაბამისი პროფილის კლინიკაში. ჩვენი ეპიდემიოლოგები კი განაგრძობენ ეპიდკვლევასა და კონტაქტების დადგენას. გაგრძელდება კონტაქტების „პისიარ“ კვლევა. თითოეული პირის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გაიგზავნება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.