რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 065 ადამიანს დაუდასტურდა

0
38

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 097 251-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 134 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 339-ს აღწევს. ამასთან, 906 462 პაციენტი გამოჯანმრთელდა.