უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3 240 ადამიანს დაუდასტურდა

0
24

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3 240 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 172 712-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 48 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 516-მდე გაიზარდა, ხოლო 76 754 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.