აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-ით გაიზარდა

0
26
Magen David Adom workers wear protective clothing seen at a drive-through site to collect samples for coronavirus testing, in Tel Aviv, on March 20, 2020. Photo by Tomer Neuberg/Flash90 *** Local Caption *** ÷åøåðä åéøåñ áãé÷ä ñò áãé÷åú ðééãåú çðéåï áåã÷éí îâï ãåã àãåí çåìéí

აზერბაიჯანში გასული დღე-დამის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 38 894 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 36 424 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 572 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 898-ს შეადგენს.